აჭარაში 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს, რომელთაგან ზაფხულის სეზონზე ორი საინფორმაციო ცენტრი 24 საათის განმავლობაში ემსახურება ვიზიტორებს. ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აჭარის ღირსშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აქ ნახავთ აჭარის, ბათუმისა და ტურისტული მარშრუტების რუკებს, აგრეთვე მთლიანი აჭარის გზამკვლევს. გარდა ამისა, აქ არის საქართველოს სხვა რეგიონების რუკებიც.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სამთო ტურიზმისა და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, მარშრუტების რუკების შექმნას და თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას.