ინფრასტრუქტურული პროექტები

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი

პროექტი ითვალისწინებს ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობას. ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ძეგლია აჭარაში, რომელიც ჩვენს წინაპრებს ულამაზეს ბუნებაში, ცათაზიდულ მთებში აუშენებიათ. ციხესთან მისასვლელი გზა ძალიან რთულია და ზოგ მონაკვეთებში სახიფათოც კი. იქ ასვლა მხოლოდ გაკვალული ბილიკითაა შესაძლებელი და განსაკუთრებით საინტერესოა მოლაშქრეებისთვის. პროექტი ითვალისწინებს ზოგან გაფართოებას, ზოგან კი, იქ, სადაც სახიფათო მონაკვეთებია, უჟანგავი ლითონის, მოცურების საწინააღმდეგო კიბეების დამონტაჟებას. გათვალისწინებული იქნება ავთენტური, ეკოლოგიურად ჯანსაღი და კლიმატური (მკაცრი ზამთრის) პირობებისთვის მდგრადი კონსტრუქციის გამოყენება. ბილიკზე მოეწყობა მოსასვენებელი და ატრაქციული სივრეები. ბილიკის კეთილმოწყობის შემთხვევაში, ხიხანის ციხე-სიმაგრე კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება არა მხოლოდ გამოცდილი მოლაშქრეებისთვის, არამედ ნებიემიერი მსურველისთვის, რაც საკმაოდ გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას ხეობაში. გარდა ამისა, მარკირებულ, ალპურ და გარდამავალ მარშრუტებზე შესაძლებელია ხიხანის ციხე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდეს, რაც მარშრუტის ხანგრძლივობასაც გაზრდის. ასევე, შესაძლებელი იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, პრეს და ინფო ტურების ორგანიზება და ხიხანის, როგორც კულტურული ძეგლის პოზიციონირება, უკვე არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი მიმდინარეა დასაწყისი - 2020 წელი დასრულება - 2022 წელი

კავიანის ველო ბილიკი

კავიანის ველო ბილიკი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების კლდისუბანი-კავიანის და ქედის მუნიცაპალიტეტის სოფლების დანდალო-ჯალაბაშვილებს შორის, ზღვის დონიდან 300-350მ. სიმაღლეზე საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის დამონტაჟება მიმდინარეობს. 5-6 კმ. სიგრძის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებულ ინფრასტრუქტურულად გამართულ საველოსიპედე ბილიკზე, გათვალისწინებული იქნება ეკო და ველო ტურიზმისთვის მისაღები სტანდარტები, მოთხოვნები და უსაფრთხოების ნორმები. მარშრუტზე იქნება მოყვარული ველოსიპედისტებისთვის გამოყოფილი, მარტივი მონაკვეთები, და ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკი - შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ველო ბილიკის მიმდინარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტო პარკინგი, საპირფარეშო, წყლის პუნქტები, ველოსიპედების გასაჩერებელი ინფრასტრუქტურა და სხვა. აღნიშნული ველო მარშრუტი გადის ძირითადად ტყის ნაწილზე, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მარშრუტი ასევე გაივლის რეგიონის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას- კავიანის ციხეს. შესაძლებელია მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდეს სამეცნიერო–ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები.

საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა

საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა

აჭარაში ბევრი საპიკნიკე ადგილია, როგორც ბათუმთან ახლოს, ასევე ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წელს სამ სხვადასხვა ადგილზე ახალი საპიკნიკე დაემატა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. შორი ლაშქრობის მოყვარულებისთვის, 2148 მ. სიმაღლეზე, ჩირუხის მთების გარემოცვაში საპიკნიკე ზონა მოეწყო, სადაც დაანთებთ კოცონს, მწვადს ააშიშხინებთ, ჰამაკებსა და საქანელებზე განიტვირთებით, გვიანობაბამდე დარჩებით ან სურვილის შემთხვევაში, კარავსაც იქვე დასცემთ. ჩირუხის საპიკნიკეზე დასვენება ძალიან სასარგებლო იქნება შორ მარშრუტზე მიმავალი მოგზაურებისთვისაც. ხელვაჩაურში მდებარე სოფელი კაპნისთავი ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მნახველს აოცებს და იზიდავს თავისი ბუნებით, სიმწვანით, ჩანჩქერების სიმრავლით, ულამაზესი საფეხმავლო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით,უძველესი წისქვილებით, ღვინის მარანით, ღია მუზეუმით და რაც მთავარია, საოცრად სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი ადგილობრივი მოსახლეობით. ტყეში ჩაფლული, ახლად მოწყობილი საპიკნიკე და დასასვენებელი სივრცე, კიდევ ერთი მოტივი იქნება ამ საოცარი ადგილის მოსანახულებლად. ჩაქვში მდებარე სოფელი შუამთა ცნობილია, როგორც ,,ბერდვოჩერების“ სამოთხე, რადგან ეს არის ადგილი, რომელსაც ყოველ წელს მილიონობით გადამფრენი ფრინველი ირჩევს თბილი ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე. ამ ადგილას ბათუმიდან მხოლოდ 10-15 წუთში მოხვდებით, სადაც მაშინაც კი, თუკი ფრინველებით არ ინტერესდებით, შუძლებელია არ მოიხიბლოთ საოცარი პანორამული ხედებით და ბუნებით. ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა დაგეხმარებათ კომფორტულად დასვენებასა და განტვირთვაში