ბათუმი ქარდი
,,ბათუმი ქარდი“ არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის.
ნაკლები ხარჯი, მეტი შესაძლებლობა!
,,Batumi Discount Card”-ის წარდგენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ მოინახულებთ ქალაქის ნებისმიერ მუზეუმს და 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ ყველაზე ხშირად ვიზიტირებად ტურისტულ ობიექტებზე. ატრაქციები, განთავსებისა თუ კვების ობიექტები, მუზეუმები, ტურისტული მარშრუტები, მაღაზიები, კულინარიული მასტერკლასები და სხვა- ,,Batumi Card”-ში წარმოდგენილია ძირითადად ყველა ის ობიექტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს რეგიონის სტუმრებისთვის, ამიტომ, ფასდაკლებების გარდა, ბარათი გარკვეულწილად მეგზურობასაც გვიწევს სასურველი ობიექტის ასარჩევად.
ფასდაკლების ბარათი ასევე მოიცავს 4 უფასო მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით და მობილურის სიმ ბარათს.
,,Batumi Discount Card”-ში შემავალ ობიექტებთან და გამოყენების წესებთან დაკავშირებით ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს და მიიღეთ სრულყოფილი ინფორმაცია: https://visitajara.com/ka/batumi-discount-card
,,Batumi Discount Card”-ში ტურისტული ობიექტებისთვის მონაწილეობის მიღება უფასოა.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ მოცემული ბლანკი და მიუთითონ რამდენ პროცენტიანი ფასდაკლების გაკეთება სურთ. ფასდაკლება არ უნდა იყოს 10%-ზე ნაკლები.
შეავსეთ განაცხადის ფორმა და განათავსეთ თქვენი ფასდაკლება.