საინფორმაციო გაცნობითი ტური ხულოს მუნიციპალიტეტში (სოფელი თაგო, სოფელი განახლება, ღორჯომის ხეობა)

22 ოქტომბერი (პარასკევი) - 07:45

საინფორმაციო გაცნობითი ტური ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნარი - კურორტი ბახმაროს დამაკავშირებელ მარშრუტზე

ფოტოები

დამატებითი ინფორმაცია

კვებას, ტრანსპორტს და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს უზრუნველყოფს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.

გამგზავრება მოხდება მაღალი გამავლობის ტრანსპორტით-დელიკებით, რეგულაციით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. (ერთ ტრანსპორტში მოთავსდება მხოლოდ ოთხი ადამიანი, ადგილზე დაგხვდებათ სადეზინფექციო ხსნარი და პირბადეები).

გთხოვთ ჩაიცვათ მოხერხებული, სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ასევე თან იქონიოთ სათადარიგო თბილი ტანსაცმელი, მზისგან დამცავი საცხი და ქუდი. არ არის რეკომენდებული ღია ფეხსაცმლის ჩაცმა.