Hiking Festival logo

სალაშქრო ფესტივალი ზღვიდან მთამდე

23-28 ივლისს, 2024

სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ აჭარაში წელს პირველად ტარდება. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია გამოცდილ მოლაშქრეებს. 45 კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი  მთლიანად ალპურ ზონაში გადის და  აჭარის ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს ხულოსა და შუახევს აერთიანებს.

ფესტივალის მონაწილეებმა, ოთხი დღის განმავლობაში, პროფესიონალი მოლაშქრე-გიდების თანხლებით, ფეხით უნდა გაიარონ ჩირუხი-ხიხანი-შუამთის ტბები- ბეშუმი-გოდერძი- ალპური ბოტანიკური ბაღი. თითოეულ მათგანს თან უნდა ჰქონდეს სალაშქრო აღჭურვილობა, კარავი, საძილე ტომარა და ლაშქრობისთვის საჭირო ყველა სხვა აღჭურვილობა.

ფესტივალის ფარგლებში, ოთხივე დღის განმავლობაში, თითოეული მოლაშქრე უზრუნველყოფილი იქნება საბანაკე კვებით: დილით-ინდივიდუალური ლანჩბოქსებით, ლანჩზე-პროტეინბარითა და ელექტროლიტებიანი წყლებით  და საღამოს - საგანგებოდ შედგენილი მენიუს მიხედვით მომზადებული ვახშმით.

ფესტივალის პირველი დღე ჩირუხში გაიხსნება. მოლაშქრეები დაბანაკდებიან შრატიანის ტბის მიმდებარედ, სადაც გაიშლება კარვები, მონაწილეებს ჩაუტარდებათ სალაშქრო ინსტრუქტაჟი და დაიწყება სამზადისი ლაშქრობის პირველი დღისთვის.

მეორე დღეს კი დაიწყება ოთხდღიანი მოგზაურობა აჭარის საფეხმავლო მარშრუტზე.

ჩირუხი - ხიხანი- შუამთის ტბები - ბეშუმი- გოდერძი- ალპურ ბოტანიკური ბაღის დალაშქვრისას, ფესტივალის მონაწილეები მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივ და კულტურული მემკვიდრეობის ისეთ ნიმუშებს მოინახულებენ,  როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი და მწვანე ტბა. ფესტივალი სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებსაც მოიცავს და დატვირთული იქნება კულინარიული მასტერკლასებითა და სხვადასხვა სახალისო  შეჯიბრებებით.

ფესტივალის კულმინაციის სახით,  დასკვნითი ღონისძიების მოეწყობა გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში.

ფესტივალის ფარგლებში მოლაშქრეები უზრუნველყოფილი იქნებიან:

— ტრანსპორტი - გადაადგილება დელიკებით. ბათუმი-ჩირუხი-ალპური ბოტანიკური ბაღი-ბათუმი;

— საბანაკე კვება დღეში სამჯერ;

— მარშრუტის რუკა;

— მაისურები;

— პანამა ქუდები;

— შემეცნებითი და სახალისო აქტივობები;

— კულინარიული მასტერკლასები;

— ინსტრუქტორები.

სირთულე: მარტივი

ტიპი: Walking

მანძილი: 45 კმ

ხანგრძლივობა: 5 დღე

ზღვის დონიდან: 1800-2236 მ

ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: Partial

საწყისი წერტილი: ჩირუხი - 2026 მ

ბოლო წერტილი: ალპური ბოტანიკური ბაღი - 1950 მ

მარშრუტის ზოგადი აღწერა:

სალაშქრო მარშრუტი იწყება მთა ჩირუხთან (შუახევის მუნიციპალიტეტი), რომელიც ბათუმიდან 103 კილომეტრში მდებარეობს. მარშრუტი ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - შუახევსა და ხულოს აკავშირებს ერთმანეთთან, გზა მთლიანად მიჰყვება ალპურ ზონას და სრულდება ალპურ ბოტანიკურ ბაღში (ზღვის დონიდან 2025 მ), ხულოს მუნიციპალიტეტში.

მარშრუტის დასაწყისშივე იშლება ალპური საძოვრების პანორამული ხედები - ხის პატარა სახლებით. ჩირუხის მთებში შეგხვდებათ ჩირუხის ტბა და ჩანჩქერი ჯინალი. აქედან მარშრუტი გრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ნახავთ ყარაგოლის ტბას, ხიხანის ციხეს, შუამთის ტბებსა და ალპურ მდელოებს.

სალაშქრო ფესტივალი ზღვიდან მთამდე
დაბანაკება
23 ივლ, 2024

დაბანაკება მოხდება ჩირუხში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, შრატიანის ტბის ძირში, ნივრის ყანების მიმდებარედ.

დღის 17:00 საათამდე მოხდება ყველა კარვის გაშლა და სალაშქრო ინსტრუქტაჟის ჩატარება

სალაშქრო ფესტივალი ზღვიდან მთამდე
დღე 1: ჩირუხი -სარიჩაირის იაილა
24 ივლ, 2024
ყარაგოლის ტბის მიმდებარედ Distance: 9-10 კმ ელევაცია: 313 მ ზღვის დონიდან: 2145 მ

გზის 70% აღმართია, 30% სწორი ლანდშაფტი.

დილით, 09:00 -ზე, საუზმის შემდეგ იწყება კარვების ალაგება და სამზადისი ლაშქრობის პირველი დღისთვის. მოლაშქრეებს ამავე დღეს უწევთ შუახევის ადმინისტრაციული ერთეულიდან ხულოს მუნიციპალიტეტში გადასვლა. გზად იხილავთ ხულოს საზაფხულო საძოვრებს, პანორამულ ხედებს და შრატიანის ტბას. გზის ძირითადი ნაწილი, 70 % არის აღმართი, ხოლო 30 % სწორი ლანდშაფტია. დღის ბოლოს დაბანაკება მოხდება ყარაგოლის ტბების მიმდებარე მდელოებზე და სარიჩაირის იაილებზე. რელიეფიდან გამომდინარე, კარვები გადანაწილდება არაპროპორციულად.

სალაშქრო ფესტივალი ზღვიდან მთამდე
დღე 2: სარიჩაირის იაილა- ხიხანის ციხის მიმართულებით
25 ივლ, 2024
ხიხანის ციხის მიმდებარედ Distance: 13-14 კმ ელევაცია: 350 მ ზღვის დონიდან: 1800 მ

გზის 80% დაღმართია, 20% აღმართი.

დილით, 9 საათზე, საუზმის შემდეგ იწყება ლაშქრობის მეორე დღე. ამ დღეს მოლაშქრეებს უწევთ სარიჩაირის იაილების დატოვება, რადგან მარშრუტი ხიხანის ციხის მიმართულებით გრძელდება. გზის ნახევარი იაილებზე გადის, მეორე ნახევარი კი ნაძვნარით დაფარულ ტყეში. გზის 80% დაღმართია, 20% აღმართი. რადგან მარშრუტი საქართველო- თურქეთის საზღვართან ახლოს გადის, მოლაშქრებს მოუწევთ საგუშაგოსთან მცირე ხნით დაყოვნება, საშვის და პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარსადგენად.

სალაშქრო ფესტივალი ზღვიდან მთამდე
დღე 3: ხიხანის ციხე- შუამთის ტბები
26 ივლ, 2024
შუამთის ტბების მიმდებარედ Distance: 3-4 კმ ელევაცია: 427 მ ზღვის დონიდან: 2100 მ

გზის 70% აღმართია, 10% დაღმართი, 20% სწორი ლანდშაფტი.

ლაშქრობის მესამე დღეს, საუზმის შემდეგ, როცა კარვები ალაგებულია, მოლაშქრეებს შეუძლიათ დალაშქრონ ხიხანის ციხე. ხიხანის ციხემდე მისასვლელი ბილიკი კეთილმოწყობილია, დამონტაჟებულია კიბეები, რაც ციხემდე ლაშქრობას ამარტივებს. ხიხანის ციხე ზღ. დონიდან 2236 მეტრზე მდებარეობს. ციხე XII- XIII საუკუნეებშია აგებული, 1 ჰა მიწის ნაკვეთზეა გაშენებული და მთლიან ხეობას გადმოჰყურებს.

ხიხანის ციხის დალაშქვრის შემდეგ, დღის მეორე ნახევარი შუამთის ტბებისკენ გადაადგილებას დაეთმობა, რომლის გზის 70% აღმართია, 10% დაღმართი და 20 % სწორი ლანდშაფტი. დღის ბოლოს დაბანაკება მოხდება შუამთის ტბების მიმდებარედ.

სალაშქრო ფესტივალი ზღვიდან მთამდე
დღე 4: შუამთის ტბები- ალპური ბოტანიკური ბაღი
27 ივლ, 2024
ალპური ბოტანიკური ბაღი Distance: 11.5 კმ ზღვის დონიდან: 1950 მ

სალაშქრო ფესტივალის დასკვნით დღეს მოლაშქრეები დაბანაკდებიან ხულოში, ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. საღამოს ბაღის შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა დასკვნითი ღონისძიება მუსიკალური გაფორმებითა და სხვადასხვა სახალისო აქტივობით.

სალაშქრო ფესტივალი ზღვიდან მთამდე
დღე 5: დაბრუნება ბათუმში
28 ივლ, 2024
Distance: 115 კმ
ერეკლე ჩიკვაიძე
ერეკლე ჩიკვაიძე

ინსტრუქტორი

ბექა ბოლქვაძე
ბექა ბოლქვაძე

ინსტრუქტორი

ვახო მიქელაძე
ვახო მიქელაძე

ინსტრუქტორი

მინდია ბაჟუნაიშვილი
მინდია ბაჟუნაიშვილი

ინსტრუქტორი

გიორგი მეგრელიძე
გიორგი მეგრელიძე

ინსტრუქტორი

რუსუდან ვარშალომიძე
რუსუდან ვარშალომიძე

ინსტრუქტორი

გელა ჩიკვაიძე
გელა ჩიკვაიძე

ინსტრუქტორი

რომან ხალვაში
რომან ხალვაში

ინსტრუქტორი

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სამთო ტურიზმისა და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, მარშრუტების რუკების შექმნას და თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას.


© 2015-2024 ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო